გაიცანით მალხაზ გარგულია


  • ზუგდიდელი მხატვარ-რესტავრატორი, მშენებელი, ფერმწერი, მოქანდაკე, მეჩუქურთმე მალხაზ გარგულია მუშაობს ქვა-ჯვრებზე, ამზადებს კანელის ჯვრებს, ქმნის ფრესკებს, წერს ხატებს. მოჩუქურთმებული აქვს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის რამდენიმე ტაძარი.

მალხაზ გარგულია: “ვსწავლობდი მეორე საჯარო სკოლაში. დავამთავრე ზუგდიდის სამხატვრო სკოლა. შემდეგ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ქალაქ სოხუმში. სტუდენტური წლები გავატარე საოცარ კუთხეში. სოხუმის სიყვარული და მოგონებები დღემდე მომყვება…

თავიდან პატარა სავაჭრო საქმეებით ვიყავი დაკავებული. დისტრიბუტორადაც ვმუშაობდი. ვიყავი მომმარაგებელი. მოხდა ისე, რომ დღეს, ქვა-ჯვრებზე და ქართულ ორნამენტებზე ვმუშაობ. ამ ეტაპზე, 400-მდე ნამუშევარი მაქვს შესრულებული.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!