- 21 – 24 თებერვალს, ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის და ჩხოროწყუს 90-მდე მოჭადრაკე.
გამარჯვებული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს შესაბამისი ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურებს და დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით.