დღეს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გაიმართა სადღესასწაულო წირვა. ტაძარში მუზეუმიდან გადმოსვენებულიქნა ღვთისმშობლის კვართი და სხვა სიწმინდეები. მრევლს წირვის დამთავრებამდე შესაძლებლობა ჰქონდა მოელოცა სიწმინდეები. წირვის დასასრულს მეუფე გერასიმემ სპეციალური პარაკლისი აღავლინა ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებით. სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ეპარქიის მღვდელ – მონაზვნები, უცხოელი მომლოცველები, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები. კვართი და სიწმინდეები მოილოცა ბერა ივანიშვილმაც.