ნიკოსეულ სასახლეში, მხატვარ ლეოპოლდ ძაძამიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა


  • დღეს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, გაიმართა საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის (1922-1966) გამოფენა.

გამოფენა მიეძღვნა ლეოპოლდ ძაძამიძის დისშვილის, საპატიო ზუგდიდელის პეტრე (მურთაზ) უბერის ხსოვნას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, დაცული მხატვრის მემკვიდრეთა – პეტრე (მურთაზ) და ნუგზარ უბერების ოჯახურ კოლექციაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის მხატვრის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სამხატვრო საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და ხელოვნების მოყვარულები.

გამოფენა გაგრძელდება 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!