- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, ახალგაზრდული პროგრამების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილებამ, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა დავით შამათავამ და ახალგაზრდული პროგრამების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა სალომე გარდავამ, გუნდთან ერთად წარმოადგინეს, განყოფილების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს.