გავცვალოთ მწვანე ფერები


გავცვალოთ მწვანე ფერები ამ მოწოდებით ჩატარდა გარემოსდაცვითი შეხვედრა-ტრენინგი საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში. შეხვედრას ზუგდიდის #5, ახალკახათის, აფხაზეთის #1 საჯარო და პრინც მიურატის სახელობის კოლეჯის აღსაზრდელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა-ტრენინგზე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელმა, მაია კოდუამ მონაწილეებს გარემოსდაცვით საკითხებზე, პროექტებსა და კონკურსებზე მიაწოდა ინფორმაცია.46157195_2763857863640186_8921251594733879296_n

შეხვედრის ბოლოს ჩატარდა ეკოვიქტორინა და ოთხივე სკოლის წარმომადგენელს ქოთნის ყვავილები გადაეცა. “მონაწილეებს გადავეცით ყვავილები საქართველოს უნივერსიტეტის სახელითაც. მადლობის სიგელით დავაჯილდოვეთ ქალაქ ზუგდიდის #5 საჯარო სკოლა, რომლის კურსდამთვრებულთაგან, წელს, ხუთი სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა”-გვითხრა საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ.

საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ტოლერანტობის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.