გაერო-ს მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა


  • საომარი მდგომარეობის დაწყების შემდეგ, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში, ფილიპო გრანდი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ლტოლვილთა ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა, 140 000-ზე მეტი სლოვაკეთში, 190 000-ზე მეტი უნგრეთში, 80 000-ზე მეტი რუმინეთში, 80 000-ზე მეტი მოლდოვაში, 100 000-მდე რუსეთში, 500-მდე კი ბელარუსში.

ფილიპო გრანდის თქმით, უკრაინის კრიზისი არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!