გაერო-ს ბავშვთა ფონდი განცხადებას ავრცელებს


  • გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“გაერო-ს ბავშვთა ფონდი გამოხატავს წუხილს საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.ჩვენი შეშფოთება მოჰყვა 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევას, რომლის შედეგად სერიოზულად დაშავდა სამი ბავშვი, ერთი კი გარდაიცვალა. ეს ტრაგედია ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც ბავშვებს შეიძლება, საფრთხე დაემუქროს. ქალაქის დაგეგმარებაში ყველა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური საჯარო და მწვანე სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ შეკრებას და გარე აქტივობებში ჩართვას. ნორმები და სტანდარტები, განსაკუთრებით საჯარო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით, უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებლების დაცვას, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის, ასევე უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას.

ბავშვზე მორგებული ქალაქდაგეგმარება იწყება იმის გაგებით, თუ როგორ შეუძლია ქალაქს, ხელი შეუწყოს და გააძლიეროს ბავშვების განვითარება. ვინაიდან თამაშის უფლება ფუნდამენტურია ბავშვის განვითარებისთვის, საჯარო სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის თამაშის ან გარე აქტივობების დროს. ბავშვზე მორგებული ქალაქის დაგეგმარება ფოკუსირებულია საზოგადოების უსაფრთხოების გაზრდაზე გარემოსდაცვითი დაგეგმვის, დიზაინისა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ის ითვალისწინებს განათების, ლანდშაფტის, ხილვადობის, ბუნებრივი ხელმისაწვდომობის, მეთვალყურეობის გაუმჯობესებასა და სხვა ფაქტორებს, რომლებიც გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას და ხელს უწყობს სივრცის საჯარო გამოყენებას, ასევე უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველყოფას სკოლამდე და უკან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის ღასან ხალილის განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპეციალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან კოორდინირებულად, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში და ხელი შეუწყონ ბავშვების გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას.

„ამ ტრაგიკული შემთხვევიდან საჭიროა შესაბამისი გაკვეთილების გამოტანა. ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი უსაფრთხოების ზომები არსებულ საჯარო სივრცეებში და აშენდეს ახალი სივრცეები ბავშვებზე მორგებული ქალაქდაგეგმარების პრინციპების დაცვით. მსგავსი ტრაგედიები რომ აღარ განმეორდეს, საქართველოს ქალაქები ბავშვებზე მორგებული უნდა იყოს“, – აღნიშნავს ღასან ხალილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!