გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა


დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ბრიფინგი გამართა. დღევანდელ შეხვედრაზე, ბაჩუკი ქარდავამ ისაუბრა ამომრჩევლის მოსყიდვაზე ხელისუფლების მხრიდან. მისი განმარტებით, ხელისუფლება დარწმუნებულია იმაში, რომ არანაირი შანსი ამომრჩევლის რეალური ხმების მიღების არ აქვს, გადასულია დაშინებაზე და გაყალბებაზე.

ბაჩუკი ქარდავამ ვიდეოკადრები წარმოადგინა, სადაც მისი თქმით, ჩანს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წინ მდგომი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა გადელია, რომელსაც მიეცა დავალება სამეგრელოს სოფლებში, იმ ადამიანებისთვის ვინც მათ დაჰპირდა ხმის მიცემას ზამთრისთვის შეშის მიტანას. “მათ უნდა ესმოდეთ, რომ სითბო ადამიანებს არჩევნებამდე სჭირდებოდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს “გულუხვობა” არის ელემენტრაულად სისხლის სამართლის დანაშაული და ამას ახორციელებენ შერჩევით, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვინც მათ მხარს უჭერს, ან იმ ადამიანებისთვის ვისგანაც მათ აქვთ იმედი შესძლებენ ხმის მოპარვას.”

ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, სოფელ რიყეში სამხედრო პიკაპებით და პოლიციის მანქანებით იქნა შეშა დარიგებული იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მათ მისცეს პირადი ნომრები და გარანტია მხარს დაუჭერენ არჩევნებში. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ჯიხაშკარის სოფლის რწმუნებული ავთო მარღია, მცირედი ფქვილის სანაცვლოდ, თანასოფლელების მოსყიდვას ცდილობს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ისაუბრა კიდევ ერთ ფაქტზე. სოფელ შამგონაში ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელი რევაზ გაბუნია მთელ სოფელს აშინებს სოციალური დახმარების მოხსნით. მისი თქმით, ანალოგიური სიტუაციაა სოფელ ჭაქვინჯში, სადაც ეკომიგრანტები არიან ჩასახლებულია აჭარიდან. ის ამბობს, რომ ფულის სანაცვლოდ ცდილობენ ადამიანებს არ მისცენ საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. “მე მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, “ქართულმა ოცნებამ” და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც მართვას პროცესებს ზუგდიდში. მას აქედან აუცილებლად მოუწევს დამარცხებულად წასვლა, იმიტომ, რომ მას დაამარცხებს არა გაერთიანებული ოპოზიცია, არამედ ქართველი ხალხი, რომელიც მხარს არ უჭერს სალომე ზურაბიშვილს, ამ ადამიანებს არ სურთ ქვეყნის პრეზიდენტად  საქართველოს მოღალატე. ხალხი დაიღალა ბიძინა ივანიშვილის ტყუილებისგან. ცრუ ხელისუფლებას ეს ხალხი 28 ნოემბერს აუცილებლად გაისტუმრებს სახლში.”

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხეს სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში. შტაბის ხელმძღვანლის მოადგილემ ლაშა გვასალიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი ტყულია.

“ნაციონალური მოძრაობა”  აგონიაშია, იციან, რომ აგებენ არჩევნებს. 15%-ით აიწია ჩვენმა მაჩვენებელმა. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სიტუაცია არიონ და კონფრონტაციამდე მიიყვანონ, ვარწმუნებ, ყველას, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში ჩვენი მხრიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული მეორე ტური, რაც ჩატარებულა საქართველოში”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!