- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებს.
დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები – ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.
