- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, მოქმედი ტარიფების გაუქმების მოთხოვნით, მოძრაობა “ხმის” წევრებმა ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო ბანერი გამოფინეს.
“დღეს, მერიის წინ და ქალაქის ცენტრში გავფინეთ ბანერი. ბრძოლა გრძელდება, სანამ ბოტანიკური ბაღი არ გახდება უფასო. შემოგვიერთდით”. – აცხდებენ მოძრაობა “ხმის” წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის: 1 თებერვლიდან, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტორებისთვის შესვლა ფასიანი იქნება.
ზაფხულის სეზონში, ბაღში შესვლა 21:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე უფასოა. ბაღში დილის ექვსი საათიდან ცხრა საათამდეც მოქალაქეების შესვლა უფასოა. ასევე, უფასოა ყოველი თვის ბოლო პარასკევი.