“გააგრძელე საქართველოს ისტორია”-ფენმარათონი “სარკმელი2019”


ფენ-მარათონში მონაწილეობას ღებულობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლისა და ფოთის “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის” შემოქმედი მოსწავლეები, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ფენმარათონში, მონაწილეობა მიიღო შემოქმედი მოსწავლის, ნორჩი ჟურნალისტის, ნანო ქოქოსაძის შემოქმედმა მშობელმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელმა ირმა გეგეჭკორმა.ფენ-მარათონის მონაწილეებმა დაწერეს თემა სათაურით “გააგრძელე საქართველოს ისტორია”.

მათ ნამუშევრებს მიენიჭათ ნომრები და მოგვიანებით, სასახლეში, საუკეთესო ნაწარმოებების ავტორებს, სხვადასხვა ნომინაციაში, ჟიური გამოავლენს.

ფენ-მარათონის მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტი. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო ზემო-სვანეთის წარმომადგენელმა მაია ღუბელაძემ, ფენ-მარათონის მონაწილეებს, შეკვეთილში გამგზავრების წინ, საჩუქრად გადასცა ბლოკნოტები, კალმები და სახალისო სტიკერები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის განყოფილების უფროსის მედეა თორიას განმარტებით, პროექტი მესამე წელია წარმატებით ხორციელდება. “პროექტი, მოსწავლეებმა კარგად მიიღეს. არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნიან. მათი შეხედულება, დამოკიდებულება ჩანს იმ თემის გარშემო, რომელიც პროექტის ორგანიზატორმა მისცა ბავშვებს, ეს გახლავთ “გააგრძელე საქართველოს ისტორია”, რამეთუ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მომავალი საქართველოს შენებაში. დარწმუნებული ვარ, სწორედ ისეთ საქართველოს შემოგვთავაზებენ ლამაზ ფერებაში, როგორიც მათ სურთ იხილონ მომავალში”.

აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა დარასელიამ აღნიშნა, რომ ფენ-მარათონი ახალგაზრდებს აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითი უნარი. “ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი და საინტერეოა, რომ ამ ასაკში ეყრება საფუძველი ამ ბავშვების აღმოჩენას. სწორედ, ეს პროექტი აძლევს ბავშვებს აღმოჩენის გზას, იპოვონ თავიანთი თავი და დამკვიდრდნენ საზოგადოებაში.”

ფოთის “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის”  დირექტორმა თამარ ფაჩულიამ აღნიშნა, რომ წელს, მათი სკოლა პირველად ღებულობს მონაწილეობას ფენ-მარათონში. “ვფიქრობ, პროექტი ძალიან დროული, საჭირო და აუცილებელია მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, ვინაიდან მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს მოსწავლეების მეტ ინფორმირებულობას, ჩართულობას და აქტიურობას. მისასალმებელია, რომ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე საქართველოს მასშტაბით იწვევს მოსწავლეებს ამ პროექტში. მოხარული ვართ, რომ გვქონდა პატივი აღნიშნულ ღონისძიებაში მიგვეღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა, შესძლებისდაგვარად, თავი გაართვეს შემოთავაზებულ სამუშაო მასალას. დაველოდებით ჟიურის შეფასებას”.

გამარჯვებულთა დაჯილდოება ჩატარდება ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში  10 ოქტომბერს. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები, მარათონის ყველა მონაწილეს კი, სიგელები საინტერესო შემოქმედებითი და ჟურნალისტური ნამუშევრისათვის.

ფენმარათონის მიზანია შემოქმედი ახალგაზრდების გამოვლენა,  განსაზღვრულ დროში, ლიტერატურული თუ ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის გამოცდილების მიღება, უცხო გარემოს სწორად აღქმისა და სწრაფი ადაპტირების უნარის გამომუშავება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!