ასოციაცია ,,მერკურმა” ბოტანიკურ ბაღში პროექტის ,,ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბიომრავალფეროვნების აღდგენის” პრეზენტაცია გამართა. პროექტი ბოტანიკური ბაღის ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და კონსერვაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს უნიკალური მცენარეების განაშენიანების გზით. პროექტის ფარგლებში მოხდება სანერგე მეურნეობის აღდგენა. ავტორების განცხადებით, სანერგეში მოხდება ბაღში არსებული განადგურების პირას მისული იშვიათი ჯიშის მცენარეების გადარჩენა, რომელსაც უხელმძღვანელებენ ბოტანიკური ბაღის ძველი თანამშრომლები, რომლებსაც ამ საქმის დიდი გამოცდილება აქვთ. იგეგმება „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადარჩენის ფონდის“ შექმნაც. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ დაწყებულ საქმეს საზოგადოების დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა ექნება.
პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში (UNDP/GEF Small Grants Programme) და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.