- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ორი დღით დაიკეტა. ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ძლიერი ქარის გამო და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 4 და 5 იანვარს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაიკეტა.”-ნათქვამია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.