- ბოტანიკურ ბაღში სკამების განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღია სივრცეში, სხვადასხვა სექტორში განთავსებული სკამების შეკეთების ნახევარზე მეტი სამუშაოები დასრულებულია.
“არსებული სკამები შელახული იყო ატმოსფერული ნალექისა და მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.
განახლებული, შეღებილი სკამები გააუმჯობესებს ბაღის შიდა ინტერიერს და ვიზიტორთათვის მათი გამოყენება უფრო კომფორტული გახდება.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სულ 440 სკამია. აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.”-აღნიშნულია ბოტანიკური ბაღის ადმინისტარციის მიერე გავრცელებულ ინფორმაციაში.