- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვანდალიზმის შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აზიანებს პიროვნება გარე განათების ბოძებს.
“ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრებაა და მისი დაზიანება გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას. მოვუწოდებთ, საზოგადოებას თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან თითოული ეს ფაქტი იწვევს სისხლის სამართლის დევნას სხვისი ქონების განზრახ ან/და გაუფრთხილებლად დაზიანებას.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.