ბოტანიკურ ბაღში, 29 დეკემბერს, გაიმართება საახალწლო ღონისძიება


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, 29 დეკემბერს, 14:00 საათიდან, გაიმართება მრავალფეროვანი სააახალწლო ღონისძიება.

ბოტანიკური ბაღის ეზოში მოეწყობა საშობაო გამოფენა-გაყიდვა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საახალწლო ხელნაკეთი აქსესუარების, ტკბილეულის, სუვენირებისა და საჩუქრების შეძენა.

ბავშვებს საჩუქრებთად ერთად La-la land ზღაპრის გმირები, ანიმატორები, სანტა კლაუსი და სხვა გასართობი ატრაქციონები დახვდებათ.

ღონისძიებას მუსიკალურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების აღსაზრდელები გააფორმებენ.

29 დეკემბერს, ასევე 1 და 7 იანვარს ბოტანიკურ ბაღში შესვლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

8 + 15 =

Akismet ანტისპამი