- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი ახალი, ვარდების ხეივანი-თაღედი შეემატა.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარდების ხეივანი-თაღედი მოეწყო I სექტორის მე-40 და 41-ე თარგებს შორის მდებარე ბილიკზე.
“აღნიშნულ ლოკაციაზე 28 სახეობის 56 ერთეული სხვადასხვა ფერის ხვიარა ვარდები დაირგო. ვარდების ხეივანი აამაღლებს ბოტანიკური ბაღის ცნობადობას და გაზრდის ოჯახურ გარემოში კომფორტულად დასვენების მსურველი ვიზიტორების რაოდენობას.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.