ბორის ჯონსონი – ბავშვების სკოლაში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია


  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან და აცხადებს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ცოდნის მიღების მიზნით საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. არაფერს აქვს იმხელა ზეგავლენა მათი ცხოვრების შესაძლებლობებზე , რამხელაც სკოლაში დაბრუნებას,“- აღნიშნა ჯონსონმა.

ცნობისათვის, გუშინ ინგლისის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უიელსის მედიკოსებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლის ასაკის ბავშვებში კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათია. მედიკოსების განცხადებით, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ სკოლის გახსნა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას არ იწვევს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!