ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი გაიზარდა 1327.6 ათასი ლარის ოდენობით, სახელწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის შედეგად. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიამ განაცხადა. ამ თანხიდან 500,0 ათასი ლარი მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლის რეკონსტრუქციას მოხმარდება, 827, 6 ათასი კი ქალაქის ტროტუარების რეკონსტრუქციას შესაბამისი ადაპტირებული გარემოთი. შედეგად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრა 21187, 4 ათასი ლარით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 19859,8 ათასი ლარისა.