- საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას თიბისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. ამაზე მეტყველებს წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.
თიბისის ბიზენსის მხარდაჭერის გუნდის მთავარი ამოცანა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და საქმიანობის გამარტივებაა. ბიზნეს განათლება, ბიზნეს დაჯილდოება, მედია მხარდაჭერა და ხუთშაბათის შეხვედრები ის ძირითადი პროექტებია, რომლებსაც თიბისი ახორციელებს. მარიამ კანდელაკი, ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის კაპიტანი, თვლის, რომ სტატისტიკა და რიცხვბი ამ პროექტების სარგებლიანობაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს. „ბიზენსგანათლება უკვე წლებია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. მხოლოდ 2023 წელს 100-მდე ტრენინგი და 15-მდე კურსი გავმართეთ, რომლებსაც 5000-მდე ადამიანი დაესწრო. მცირე და საშუალო ბიზნესებს ხშირად უჭირთ განათლებისთვის, თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაღრმავებისთვის, დამატებითი სახსრების მოძიება. სწორედ ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ბიზნესებს ვთავაზობთ სხვადასხვა დარგის საგანმანათლებლო კურსებს. 2013 წლიდან დღემდე 35 000-მდე ადამიანი გვყავს დატრენინგებული. ჩვენი ტრენინგების, ვორქშოფებისა და კურსების თემები მრავალფეროვანია: სტუმარ-მასპინძლობა, საგადასახადო საკითხები, ამაზონზე გაყიდვები, სურსათის უვნებლობა, მომხმარებელთა სეგმენტაცია, მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შედგენა და ა.შ.“ მედია მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ჩვენი კლიენტების მთავარი პრობლემა ხშირად ცნობადობის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესების მედია მხარდაჭერას. მათ შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით ვავრცელებთ, ვწერთ ბლოგებს, რომლებიც, ჩვენი არხებისა და პარტნიორების მეშვეობით, დაახლოებით 50-მდე მედიაში ქვეყნდება.“
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცნობადობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი აღიარებაა. ბიზნეს დაჯილდოების საჭიროებაც ამ ფაქტიდან გაჩნდა. „ამ ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ბიზნესების წარმატების აღიარება და მათ მაგალითზე დამწყები ანტერპრენერების შთაგონება. ბიზნეს დაჯილდოება 2015 წლიდან ტარდება, სადაც 4,000-მდე ბიზნესს აქვს მონაწილეობა მიღებული. 5 ნომინაცია შეიქმნა სწორედ იმ დამსახურებებისთვის, რომლებითაც ბიზნესები ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ.”
საშუალო და მცირე ბიზნესისთვის ნეთვორქინგის საჭიროებამ გააჩინა ხუთშაბათის შეხვედრების იდეა: „ამ შეხვედრების მთავარი მიზანია ბიზნეს სფეროთი დაინტერესებული ადამიანების შეკრება და მათთვის საინტერესო სადისკუსიო სივრცის შექმნა. ხუთშაბათობით ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს, ვუზიარებთ ერთმანეთს რჩევებსა და გამოცდილებას. ღონისძიების ფორმატი საშუალებას გვაძლევს მრავალფეროვანი თემები დავფაროთ, შესაბამისად ხუთშაბათის შეხვედრებს აქტიურად ვატარებთ რეგიონებშიც – უკვე გაიმართა შეხვედრები ქუთაისში, ახალციხესა და თელავში.“