- საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით – „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული 26 უნიკალური ძველი ნიდერლანდური რუკა და გრავიურა.
გამოფენა გახსნა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა.
გამოფენა ეძღვნება ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ღია სივრცე კავკასიის (COS) მიერ იმართება.