ბიბლიოთეკაში გაიმართება “ლაზური წიგნიერების დღეები“


  • 17-18 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განხორციელდება პროექტი – “ლაზური წიგნიერების დღეები“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ზუგდიდს ეწვევიან როგორც სარფელი ლაზები, ისე თურქეთში მოქმედი ლაზური ენისა და კულტურის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და დამოუკიდებლად მომუშავე პირები, რომლებიც ზრუნავენ ლაზური ენის გადარჩენაზე, გამოსცემენ სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას, ქმნიან მასმედიასა და მუსიკას.

17 აგვისტოს, 17:00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ლაზური კუთხე, რომელსაც ჩამოსული სტუმრები გადასცემენ ლაზურ გამოცემებს. ასევე ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა ლაზ ავტორებსა და გამომცემლებთან.

18 აგვისტოს სტუმრები დაათვალიერებენ სამეგრელოს ღირშესანიშნავ ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!