ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ არეულობას მსხვერპლი მოჰყვა


  • ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერთ-ერთი დემონსტრანტი შეეცადა სამართალდამცავების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა , თუმცა ის ხელში აუფეთქდა,“- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები ორი დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.23% მიიღო. ბელარუსის პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!