ბაღების წარმომადგენლებმა ახალი კურიკულუმის ტრენინგ მოდული გაიარეს


  • სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კურიკულუმის 66 საათიანი ტრენინგ მოდული გაიარეს.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ბაღის გამგეების ტესტირების პროცესს დღეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია ესწრებოდა.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ მადლობა გადაუხადა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებს ტრენინგების ეფექტური განხორციელებისათვის და საბავშვო ბაღების გამგეებს წარმატებები უსურვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!