ბარამიას ქუჩაზე, ბინის მიღების მსურველი დევნილებისათვის პირველადი ქულები გამოქვეყნდა


ბარამიას ქუჩაზე, დევნილთათვის საცხოვრებელი ბინის მიღების მსურველი ოჯახებისთვის, პირველადი ქულები გამოქვეყნდა. თავის დროზე, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 5223 – მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

ორ თორმეტსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 144 ოჯახი ჩასახლდება თვის ბოლოს. აჭარისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ „ზუგდიდელებთან’’ აღნიშნა: „ ჩამოსულია პირველადი ქულები, ეს არის ბარამიას ქუჩაზე 144 ბინაზე, სადაც შეივსო აპლიკაციები, ასევე დემურიას ქუჩაზე. ეს ობიექტი უკვე ჩავიბარეთ, იყო ჭაბურღილის პრობლემა, მაგრამ მოგვარებულია. რაც შეეხება   გასაჩივრების ვადას 23 ნოემბრამდეა, 15 სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო ქულები გასაჩივრებიდან დაახლოებით ერთ კვირაში გვეცოდინება.’’

ჩილაჩავას განმარტებით, შეიძლება, დევნილმა ისეთი დოკუმენტაცია წარმოადგინოს, რომ მაგალითად, შვიდნახევრიანი ქულა ათამდე აიყვანოს, ან პირიქით, მოხდეს.  თუ რა დოკუმენტაციაზეა საუბარი მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს: სოციალურად დაუცველთა სტატუსი, რომლის ქულა 57 ათასს ქვემოთაა, ასევე ომის ვეტერანთა სტატუსი. ამის შემდეგ, მონიტორინგის განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს და საკითხების შესასწავლად გადაეგზავნება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!