ბაიდენის ნიღბიანი 100 დღე 20 იანვრის შემდეგ აითვლება


  • ფოქსნიუსის ინფორმაციით, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის, მისი ინაუგურაციის დღეს, თავის ხალხს მოუწოდებს და სთხოვს ნიღაბი ატარონ მისი ინაუგურაციიდან მხოლოდ 100 დღე.

ჯო ბაიჯენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდება. აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, 19 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგია ხმას მისცემს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს, 6 იანვარს კი, კონგრესის სხდომაზე ხმების დათვლის პროცედურა ჩატარდება.

20 იანვარი აშშ-ს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ისტორიული ცნობების მიხედვით, ახლადარჩეული პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიალები ყოველთვის 20 იანვარს იმართებოდა.

ჯოზეფ ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა მოიპოვა, “რესპუბლიკელი” დონალ ტრამპისათვის ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობამ კი 214 შეადგინა. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, თუმცა არსებული სხვაობის დაფარვა უკვე შეუძლებელია.

ინაუგურაციის მომენტში, ბაიდენი 78 წლის იქნება. ამრიგად, ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იქნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!