- “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა ნაგავმზიდ მანქანაში ჩატვირთული ნარჩენების აალების ფაქტი, რომელიც გამოწვეული იყო მომხმარებლის მიერ აალებადი ნარჩენის კონტეინერში განთავსებით, რითაც საფრთხე შეექმნა ნაგავმზიდ ტექნიკას და მასზე მომუშავე თანამშრომლებს.
უწყების ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო გახდა სახანძრო ბრიგადის გამოძახება.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” უზრუნველყოფს სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების ცალკე გატანას. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 0(415) 25 32 17″.-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მკიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.