ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზუგდიდში


  • 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სხვადასხვა გასართობი პროგრამით წარსდგა.

ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარეობდა სახის მოხატვა, არტ – შემოქმედებითი გამოფენა, სამაგიდო თამაშები და მუსიკალური ნომრები.

15:00 საათზე, კი ზუგდიდის ბოტანკურმა ბაღმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, თექის სახელოსნო „იალაღი“-ს მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი. წარმოადგენილი იყო ტექნო-პარკის ინოვაციები.

დღევანდელ ღონისძიებას, შეუერთდა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი.

მუზეუმის წარმომადგენლებმა პატარებს შემეცნებითი აქტივობები შესთავაზეს, რომლებიც მიზნად ისახავდა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და სასიამოვნო გარემოში ცოდნის მიღებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × five =

Akismet ანტისპამი