- მედიის ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.
ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება, თუმცა, როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინება ბადრი ესებუა ზუგდიდში აიყვანეს.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა.