დღეს, მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის განახლებულ ფოიეში გაიმართა” ახალი სახეების” მეორე წიგნის პრეზენტაცია. სადაც წარმოდგენილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ახალგაზრდთა შემოქმედთა ნაწარმოებები. პროექტი “ახალი სახეები” ეკუთვნის სასახლის ბავშვთა ორგანიზაციას “ოდაბადე”და მისი დაფუძნებიდან დღემდე აღმოჩენილი ყავს არაერთი საინტერესო, ნორჩი შემოქმედი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-D_InOjwqDY[/embedyt]
მიმდინარე წელს, პროექტი განხორციელდა სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად.
პრეზენტაციაზე სტუმრად იყვნენ მოწვეულნი “ახალი სახეების” პირველი წიგნის ავტორებიც.
პროექტი განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები.