ბულგარეთში გამართულ ფესტივალზე “GOLDEN PRAQUE”-ში მონაწილეობა მიიღო ნორჩმა ზუგდიდელმა მხატვარმა გიორგი ქადარიამ, რომელსაც დიპლომი გადაეცა, როგორც საუკეთესო ნამუშევრების ავტორს. „ფესტივალზე ნახატი არ მქონდა წაღებული, მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორებს ჰქონდათ ჩემი ნამუშევრები ნანახი. დარბაზში მოულოდნელად გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი, მათ გადმომცეს დიპლომი, ნამდვილად არ ველოდი ასეთ დაფასებას. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა, ვარნაში ქართველებთან ერთად ვისხედი დარბაზში. ნებისმიერი ყურადღება სასიამოვნოა“-უთხრა “ზუგდიდელებს” გიორგიმ.
შარშან, გიორგი ქადარიამ, ერევანში, პოეზიისა და თეატრალური ხელოვნების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე, გრაფიკულ ნამუშევრებში პირველი ადგილი აიღო.