- თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი ალექსი თირქია მედიკამენტოზური ძილიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ალექსი თირქიას მამიდა, ეკა თირქია წერს.
“სასიხარულო ამბავი გვაქვს… ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე… რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით.. თუმცა, ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება”.-წერს ეკა თირქია.
ინფორმაციისთვის: თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.