აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 86 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 24-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 31 ინფიცირებული იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 313 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 84 პაციენტი დაიღუპა, 4 257 კი – გამოჯანმრთელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × 4 =

Akismet ანტისპამი