აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5374-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3623-მდე გაიზარდა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × five =

Akismet ანტისპამი