აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხეზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათი ინფორმაციით, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში სტაციონარულად 69 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 25 ადამიანი, 22 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 კოვიდდადასტურებული პაციენტია მოთავსებული.

სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 32 ადამიანი, რომელთაგან 27-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!