- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3488-მდე გაიზარდა.
გუდაუთის საავადმყოფოში 68 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 27 პაციენტი, 22 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 65 შეადგინა.