- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4581-მდე გაიზარდა.
გუდაუთის საავადმყოფოში 100 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 33 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2490 გახდა.
გარდაცვლილთა რიცხვი კვლავაც 47-ს შეადგენს.