- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 124 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან 104-ს აქვს კორონავირუსის დიაგნოზი. 23 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 29 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 17 ადამიანი გაწერეს.
ინფორმაციისტის, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 4426 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2430 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 45 კი დაიღუპა.