- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო 3306-მდე გაიზარდა ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 62 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1289 გახდა.
1 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.