- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 230 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 87 პირს.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 158 პაციენტი რჩება, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2257 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 829 ადამიანი, გარდაიცვალა 21.