- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაციას, ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათი ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 151 პირია მოთავსებული. 130 კორონავირუსის დიაგნოზით.19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 47-ის საშუალო სიმძიმის. 7 გაწერეს. გამოჯანმრთელდა 25 მოქალაქე.
ჯამში აფხაზეთში კორონავირუსის 1590 შემთხვევა დადასტურდა. 590 გამოჯანმრთელდა.