- აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 140-ს დაუდასტურდა. გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების 39 383 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34 374, გარდაიცვალა 583 ადამიანი