- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1177-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 360 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ადამიანი.