აფხაზეთში კორონავირუსის ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 458 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა.

დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონვირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32 122 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 466, გამოჯანმრთელდა 27 068 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 − 8 =

Akismet ანტისპამი