- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 541 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა.
დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 30 361შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 435, გამოჯანმრთელდა 25 117 მოქალაქე.