- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 529 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 28 503 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 421, გამოჯანმრთელდა 23 370 მოქალაქე.