- გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 485 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 109 ახალი შემთხვევა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 2 დღეში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 26 828 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 034-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 405 პირი.