- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 445 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 109 ახალი შემთხვევა.
დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 26 658 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა – 397, გამოჯანმრთელდა 21 909 მოქალაქე.