- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში სულ 273 მოქალაქე შეამოწმეს.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დადასტურებული, 165 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა.